ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტმა ბესარიონ ბერულავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გადამწყვეტ მატჩში მან 5-0 დაამარცხა რუმინელი სერგიუ ოსლობანუ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოქროს მედლებისთვის 5 ქართველი სამბისტი იბრძოლებს – ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე, ვახტანგ ჩიდრაშვილი, მინდია ლილუაშვილი და დავით ლორიაშვილი.