სამბო - ბესარიონ ბერულავა ბრინჯაოს მედლის მფლობელია | მინსკი 2019
სამბო - ბესარიონ ბერულავა ბრინჯაოს მედლის მფლობელია | მინსკი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტმა ბესარიონ ბერულავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ მატჩში მან 5-0 დაამარცხა რუმინელი სერგიუ ოსლობანუ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოქროს მედლებისთვის 5 ქართველი სამბისტი იბრძოლებს – ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე, ვახტანგ ჩიდრაშვილი, მინდია ლილუაშვილი და დავით ლორიაშვილი.