სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირიდან, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ჟურნალისტები გაარიდეს [ვიდეო]
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ჟურნალისტები გაარიდეს.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. ისინი მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.
ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა, ჟურნალისტები ადგილიდან გაარიდეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან. ისინი აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას.