სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ჯამში დღეს 27 პირის სხდომა ჩატარდა. მათი საქმეები ოთხმა მოსამართლემ განიხილა.

ასევე, გაიმართა იმ სამი პირის საქმის განხილვა, რომლებიც საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ თავდასხმაში არიან ბრალდებულები.

სასამართლომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადასინჯა და ყველა პირი პატიმრობაში დატოვა.