სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული კარვები აიღეს.
პოლიციამ ტერიტორია კარვებისგან უკვე გაათავისუფლა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია „ნუ მომკლავ“ გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიაზე გადაიტანეს და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.
დღესვე, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს.
ამასთან, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები რუსთაველის გამზირზე განლაგებულ კარვებში შედიოდნენ და ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე უპირისპირდებოდნენ.