რუსთაველის გამზირზე კარვები საავტომობილო გზიდან გადაიტანეს და ავტომანქანების მოძრაობა განახლდა [ფოტო, ვიდეო]

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ დადგმული კარვები საავტომობილი გზიდან გადაიტანეს.

შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.

კარვები პარლამენტის შენობის წინ განთავსდა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია „ნუ მომკლავ” გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც,  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო.