სამართალდამცველები კატალონიაში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ტერაქტად განიხილავენ
კატალონიაში სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ტერაქტად განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
„ეს არის უკიდურესად სერიოზული ინციდენტი, პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული თავდასხმა“, – განაცხადა კატალონიის პოლიციის კომისარმა, რადელ კომესმა.
წარმოშობით ალჟირელი 29 წლის მამაკაცი დღეს პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და პოლიციის ოფიცერს დანით თავს დაესხა. სამართალდამცველმა თავდაცვის მიზნით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი დაიღუპა.