სამართალდამცველები კატალონიაში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ტერაქტად განიხილავენ

15:33, 20.08.2018

კატალონიაში სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას ტერაქტად განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

„ეს არის უკიდურესად სერიოზული ინციდენტი, პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული თავდასხმა“, – განაცხადა კატალონიის პოლიციის კომისარმა, რადელ კომესმა.

წარმოშობით ალჟირელი 29 წლის მამაკაცი დღეს პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და პოლიციის ოფიცერს დანით თავს დაესხა. სამართალდამცველმა თავდაცვის მიზნით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი დაიღუპა.

მსგავსი