სამართალდამცველები გუმათის დასახლების მიმართულებით მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ატარებენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიმასტაროს ტერიტორიაზე, გუმათის დასახლებასთან მისასვლელ გზაზე, სადაც რკინის ღობეა აღმართული, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.
სამართალდამცველები ჯიმასტაროდან გუმათის დასახლების მიმართულებით მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ატარებენ, ავტომობილებისთვის კი, მოძრაობა შეზღუდულია.
ასეთივე შეზღუდვაა დაწესებული ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის ტერიტორიაზე.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია იმართება, საიდანაც იგეგმება საპროტესტო მსვლელობა რიონის ხეობის მიმართულებით.