სამართალდამცველები გუმათის დასახლების მიმართულებით მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ატარებენ

14:41, 14.04.2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიმასტაროს ტერიტორიაზე, გუმათის დასახლებასთან მისასვლელ გზაზე, სადაც რკინის ღობეა აღმართული, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

სამართალდამცველები ჯიმასტაროდან გუმათის დასახლების მიმართულებით მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ატარებენ, ავტომობილებისთვის კი, მოძრაობა შეზღუდულია.

ასეთივე შეზღუდვაა დაწესებული ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის ტერიტორიაზე.

​ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია იმართება, საიდანაც იგეგმება საპროტესტო მსვლელობა რიონის ხეობის მიმართულებით.

მსგავსი