სამანტა პაუერი - სომხეთი ახლოს არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებასთან, რამაც შეიძლება, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი
სამანტა პაუერი - სომხეთი ახლოს არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებასთან, რამაც შეიძლება, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი

სომხეთი ახლოს არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასთან, რამაც შეიძლება, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა, ერევანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაუერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს სომხეთს, ისარგებლოს ამ ისტორიული მომენტით.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და შეერთებული შტატები მზად არიან, დაეხმარონ სომხეთს დემოკრატიის განმტკიცებასა და აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევაში. მე დღეს აქ ვარ, რადგან სომხეთს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს კეთილდღეობას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და მიაღწიოს მშვიდობას, რაზეც ხალხი, დიდი ხანია, ოცნებობდა. აშშ მზად არის, დაეხმაროს სომხეთს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. მშვიდობის სარგებელი ასევე მნიშვნელოვანი იქნება აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, იქაც ფართო მხარდაჭერაა სამშვიდობო დღის წესრიგის მიმართ“, – განაცხადა სამანტა პაუერმა.