სალომე ზურაბიშვილი - მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას 15:00 საათზე სადილად ვეპატიჟები, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ
სალომე ზურაბიშვილი - მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას 15:00 საათზე სადილად ვეპატიჟები, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ

მე ვეპატიჟები 15:00 საათზე სადილად ორივეს და მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ. შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილი გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ პრეზიდენტთან ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ერთმანეთს პირადად უნდა შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.