გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტის სასახლე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, თუმცა დაახლოებით ერთ საათში დაბრუნებას გეგმავენ
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ხაზარაძემ კი აღნიშნა, რომ საუბარი კონსტრუქციულად მიმდინარეობს და ერთ საათში ისევ დაბრუნდებიან.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.