სალომე სამადაშვილი - ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ ჰქონდა უფლება, სერგეი გავრილოვი შემოეშვა ქვეყანაში
სალომე სამადაშვილი - ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ ჰქონდა უფლება, სერგეი გავრილოვი შემოეშვა ქვეყანაში

სერგეი გავრილოვი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, ჩვენ ფიზიკურად გვიწევს პარლამენტისა და ქვეყნის დაცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მრავალი დღეა, ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ ჰქონდა უფლება, სერგეი გავრილოვი შემოეშვა ქვეყანაში. ეს გააკეთა და ჩვენ ფიზიკურად გვიწევს ჩვენი პარლამენტისა და ქვეყნის დაცვა. ამიტომ, დღეს 19:00 საათზე აუცილებლად შევიკრიბოთ საქართველოს პარლამენტთან, რადგან ეს დღეს არ არის მოგებული ბრძოლა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.