სალომე სამადაშვილი – ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ ჰქონდა უფლება, სერგეი გავრილოვი შემოეშვა ქვეყანაში
სერგეი გავრილოვი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, ჩვენ ფიზიკურად გვიწევს პარლამენტისა და ქვეყნის დაცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მრავალი დღეა, ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ ჰქონდა უფლება, სერგეი გავრილოვი შემოეშვა ქვეყანაში. ეს გააკეთა და ჩვენ ფიზიკურად გვიწევს ჩვენი პარლამენტისა და ქვეყნის დაცვა. ამიტომ, დღეს 19:00 საათზე აუცილებლად შევიკრიბოთ საქართველოს პარლამენტთან, რადგან ეს დღეს არ არის მოგებული ბრძოლა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.