სალომე სამადაშვილი - მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ველოდებით ქართველი ხალხისადმი ძალიან ძლიერ სტრატეგიულ მხარდაჭერას
სალომე სამადაშვილი - მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ველოდებით ქართველი ხალხისადმი ძალიან ძლიერ სტრატეგიულ მხარდაჭერას

მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ველოდებით ქართველი ხალხისადმი ძალიან ძლიერ სტრატეგიულ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თქვენ იცით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ორპარტიული მხარდაჭერით იქნა ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებას და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაზრდას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ ველოდებით ძალიან ძლიერ სტრატეგიულ მხარდაჭერას ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირება ასევე არის ორპარტიული დღის წესრიგის ამოცანა, რაც დადასტურდა კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობის დაინიცირებით, რომელიც რუსული რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობას ითვალისწინებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.