„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკომისიამ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რათა მოემზადოს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებისთვის

23:00, 02.08.2024
FILE PHOTO-European Union flags fly outside the?European?Commission headquarters in Brussels, Belgium, March 1, 2023.REUTERS/Johanna Geron

FILE PHOTO-European Union flags fly outside the?European?Commission headquarters in Brussels, Belgium, March 1, 2023.REUTERS/Johanna Geron

ევროკომისიამ ჩამოაყალიბა ოფიციალური პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რათა შეიმუშაონ სტრატეგია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რეაგირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თქმით, ევროკომისია მოემზადება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის, ასევე დაადგენს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირზე კამალა ჰარისის პრეზიდენტობას. ამასთან, კომისია მსჯელობს, როგორ უნდა მოემზადოს ბრიუსელი აშშ-ში არჩევნების შემდეგ შეცვლილი პოლიტიკისთვის და როგორ უპასუხოს მას.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, კომისია „მოწოდებულია, შეინარჩუნოს ძლიერი პარტნიორობა აშშ-თან“.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ყურადღება ეთმობა საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებას ევროპის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში.

მსგავსი