მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებს სალომე ფაჟავა გამოეთიშა. შეჯიბრის მონაწილე თორმეტმა ტანმოვარჯიშემ დღეს მრავალჭიდში იასპარეზა და სალომე ფაჟავამ ვერც ერთ დისციპლინაში ვერ შეძლო საუკეთესო ექვს მონაწილეს შორის მოხვედრა. სალომე ფაჟავა მრავალჭიდში საბოლოოდ 71.950 ქულით მეათე ადგილზე გავიდა.
ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე სალომე მრავალჭიდის ოთხივე დისციპლინაში ფინალური ბლოკის მონაწილე იყო და ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბაფთით ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მიოპოვა, ხოლო დანარჩენ სამ დისციპლინაში მეოთხე შედეგი დააფიქსირა.