ამერიკაში ტანმოვარჯიშე ორძელიდან დაცემის შემდეგ დაიღუპა
ამერიკაში ტანმოვარჯიშე ორძელიდან დაცემის შემდეგ დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კონექტიკუტის უნივერსიტეტში ტრაგედია მოხდა. ვარჯიშის დროს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, პერსპექტიული ამერიკელი ტანმოვარჯიშე მელანი კოულმენი გარდაიცვალა. სპორტსმენი მხოლოდ 20 წლის იყო.

ტრაგედია 8 ნოემბერს მოხდა. კოულმენი აშშ-ის სახელმწიფო პროგრამით მონაწილეობდა ოლიმპიური ათლეტების მოსამზადებელ შეკრებაში. ის ორძელზე ასრულებდა ვარჯიშს, ნახტომის შესრულებისას დაეცა და ზურგის ტრავმა მიიღო. სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

მელანი კოულმენმა დაამთავრა მილფორდის იურიდიული სკოლა, სადაც გუნდის კაპიტანი იყო სპორტულ ტანვარჯიშში.

კოულმენის ნაცნობებმა მისი ოჯახის დასახმარებლად 32 ათასი დოლარი შეაგროვეს.