ლეგენდარული სიმონა ბაილზი მედლების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა
ლეგენდარული სიმონა ბაილზი მედლების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა

სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით სიმონა ბაილზი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ აშშ-ის ნაკრებთან ერთად შტუტგარტში მსოფლიო პირველობის გუნდური ჩათვლა მოიგო.

22 წლის ბაილზისთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეს 21-ე მედალი იყო (15 ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო). მან რუს სვეტლანა ხორკინას გაუსწრო, რომელსაც 20 მედალი ჰქონდა (9-8-3). ისტორიაში მესამე მაჩვენებელი კი საბჭოთა სპორტსმენს ლარისა ლატინინას აქვს – 14 მედალი (9-4-1).

მამაკაც ტანმოვარჯიშეებს შორის რეკორდი ვიტალი შჩერბოს ეკუთვნის, რომელიც სსრკ-სა და ბელარუსს წარმოადგენდა – 23 მედალი (12-7-4).

სიმონ ბაილზი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ბრინჯაოს ერთი მედლის მფლობელია. ყველა მედალი მან 2016 წლის თამაშებზე მოიპოვა.

აშშ-ის ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური პირველობა ზედიზედ მეხუთედ მოიგო, მეორე ადგილზე რუსეთი გავიდა, მესამეზე – იტალია.

დატოვე კომენტარი