ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პორტუგალია ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობას, სადაც ჩვენი ქვეყნის სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი, ამჯერად სინქრონულ ხტომებში, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა მოუტანეს. მათ  46.300 ქულა დაიმსახურეს, პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.