ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალში გავიდა #1TVSPORT

01:40, 26.07.2023

სლოვენიის ქალაქ მარობორში მიმდინარე ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ, დაჩი დოლიძემ უშეცდომოდ იასპარეზა ტაიჭზე, შემდგომ კი – პარალელურ ორძელზე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალური ასპარეზობა 28 ივლისს გაიმართება.

მსგავსი