ბრაზილიელი ტანმოვარჯიშე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს
ბრაზილიელი ტანმოვარჯიშე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

ყოფილი ბრაზილიელი ტანმოვარჯიშე ანა პაულა შეფერი 16 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, – იტყობინება Time24 News. 31 წლის სპორტსმენი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზად ინფარქტი დასახელდა.

შეფერის საუკეთესო შედეგი კარიერაში 2007 წელს, რიო-დე-ჟანეიროში პანამერიკულ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი იყო. ბოლო დროს, ის იუნიორ სპორტსმენებს ავარჯიშებდა.

ბრაზილიის ტანვარჯიშის კონფედერაციის განცხადებაში წერია, რომ შეფერი იყო მხატვრულ ტანვარჯიშში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი თავის თაობაში.