სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის თანამშრომლები გაიფიცნენ
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, ხელფასის 100 ლარით გაზრდას ელოდნენ, თუმცა მხოლოდ 44 ლარით მოუმატეს. მათი თქმით, დაპირება მიტროპოლიტ სტეფანესგან ჰქონდათ.
„ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი არ არის ტელევიზიების გადასაწყვეტი, ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ“, – განაცხადა სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა და მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი).