13 წლის მოზარდი, რომელსაც მარტვილში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა

11:52, 22.04.2022

13 წლის მოზარდი, რომელსაც მარტვილში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა.

გოგონა უვნებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს დაახლოებით 20:00 საათზე მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც გოგონა სახლში არ მივიდა, მშობლებმა კი, მაშინვე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

მსგავსი