სალხინოს დადიანების სასახლეში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიხსნა
სალხინოს დადიანების სასახლეში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიხსნა

სალხინოს დადიანების სასახლეში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიხსნა.

ფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება. მარტვილში, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები გერმანიიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან ჩავიდნენ. „სალხინოს სასახლის კამერატა“ თბილისის დრამ სქულის მუსიკალური შოუ-პერფორმანსით დაიწყო.

ფესტივალის პროგრამაშია პიანისტ გიორგი გიგაშვილის, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის, სიცილიური გიტარის დუეტის, გერმანული საქსაფონის კვარტეტის, კაუნასის მუსიკის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრის და ქართველი მუსიკოსების კონცერტით გაგრძელდა. ფესტივალი სალხინოში 29 სექტემბერს დაიხურება.

ფესტივალი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, გერმანიისა და იტალიის საელჩოების მხარდაჭერით და 29 სექტემბერს დაიხურება.