სტალინის სახლ-მუზეუმსა და დადიანების ნიკოსეულ სასახლეში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს
სტალინის სახლ-მუზეუმსა და დადიანების ნიკოსეულ სასახლეში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმსა და ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.

მათ სტალინის მუზეუმი და დადიანების სასახლის ტერიტორია უკვე დატოვეს.

მუზეუმში შეუშვეს თანამშრომლები, რომელთა ევაკუაციაც ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.