სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო - ინტენსიური წვიმის გამო მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის თბილისის ფილიალში შეიქმნა ტექნიკური პრობლემა, ოფისი, 9 საათის ნაცვლად, 12 საათზე გაიხსნება
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის თბილისის ფილიალი, დილის 9:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე გაიხსნება. ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ინტენსიური წვიმის გამო შექმნილი ტექნიკური პრობლემა გახდა.
„გაცნობებთ, რომ ინტენსიური წვიმის გამო მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის თბილისის ფილიალში შეიქმნა ტექნიკური პრობლემები, რის გამოც ოფისი, დილის 09:00 სთ-ის ნაცვლად, 12:00 სთ-ზე გაიხსნება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ვიზიტი დაგეგმოთ მითითებული დროის შესაბამისად. ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.