სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო – რუსეთში შესასვლელად საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს ვიზა აღარ მოეთხოვებათ

13:25, 17.05.2023

2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში შესვლა გარკვეული ვადით, არაუმეტეს 90 დღისა, ვიზის გარეშე, – ინფორმაციას ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც.

„ამდენად, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც“, – აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

მსგავსი