სახელმწიფო სასწავლო გრანტების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებსაც ექნებათ
სახელმწიფო სასწავლო გრანტების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებსაც ექნებათ

სახელმწიფო სასწავლო გრანტების მიღების შესაძლებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებსაც ექნებათ, რომელთაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი.

აღნიშნულს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამშვიდობო პოლიტიკა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის სახით წარედგინა.

პროექტი თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს უფლება ეძლევათ, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე განაგრძონ.

ამას გარდა, ცვლილებებით, აფხაზურ და ოსურენოვან აბიტურიენტებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება ახალი რეგულაციით შეეძლებათ. კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება მხოლოდ ოსური და აფხაზური ენის ტესტის ჩაბარების საფუძველზე მოიპოვონ.