სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზვიად ზვიადაძესთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი იმყოფებოდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ექვსი წელი გავიდა.