სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ წარადგინა 2019 წლის ანგარიში და ისაუბრა მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და განაცხადეს მზაობა სამსახურის ეფექტიანობისა და გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების პროცესში თანამშრომლობის მხრივ.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორი მომავალშიც აქტიურად აპირებს ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პერიოდულად წარუდგინოს ანგარიში სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე
„გამოწვევები გვაქვს და მათი დაძლევის პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სწორედ ამიტომ მოვისმემთ მაგ რეკომენდაციებს როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო სამსახური. ჩვენ გამოწვევები გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და საგამოძიებო კუთხით. მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ცნობიერების გაზრდა საჭიროა მეტი მუშაობა, როგორც ჩვენი, ასევე უწყებების მხრიდან. რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, გვაქვს საკანონმდებლო კუთხით ინიციატივები. ვაპირებთ ღიად საუბარს ამაზე, ასევე გამოწვევები ჩვენი საქმიანობის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.