სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ფეხბურთის ტერმინოლოგიაზე მუშაობა დაასრულეს
სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ფეხბურთის ტერმინოლოგიაზე მუშაობა დაასრულეს

სახელმწიფო ენის დეპარტამენტში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან და სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი სპორტის ჟურნალისტებთან ერთად ფეხბურთის ტერმინოლოგიის სარეკომენდაციო სიტყვარსა და სანაკრებო შემადგენლობათა ქართულ ენაზე ტრანსლიტერაციის წესებზე მუშაობდა.

შეხვედრაზე სპორტის ჟურნალისტებს წარუდგინეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთის ნაკრებთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გვარ-სახელების ქართულად ტრანსლირებული სრული სია.

პროექტის მიზანია ქართული საფეხბურთო ტერმინოლოგიის პოპულარიზაცია, არსებულის შენარჩუნება, გამდიდრება და გათანამედროვება.