სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ელექტრომომარაგების შეწყვეტა ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და „ენგურჰესის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დედაქალაქისა და რეგიონების ნაწილისთვის ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავენ.
როგორც ელექტროსისტემაში აცხადებენ, ელექტროენერგიის შეწყვეტა ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და „ენგურჰესის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, – აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში.
ელექტროენერგია ცოტა ხნის წინ დედაქალაქისა და რეგიონების დიდ ნაწილს
შეუწყდა.