შსს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად არის შეფასებული
შსს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად არის შეფასებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში, ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ის ინფორმაციით, ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა უკეთ დასაცავად გამოიყენება.

ასევე უწყების ცნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინსტრუმენტი 2018 წლის პირველ სექტემბრიდან დანერგა, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ანგარიშში ასევე ასახულია, რომ განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამართალდამცავების ცოდნა ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიებასთან მიმართებით.