სახელმწიფო დეპარტამენტი - კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შესაძლოა, გაამწვავოს ან გამოიწვიოს დაძაბულობა
სახელმწიფო დეპარტამენტი - კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შესაძლოა, გაამწვავოს ან გამოიწვიოს დაძაბულობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, კვლავ მოუწოდებენ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შესაძლოა, ვითარება გაამწვავოს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გაამწვავოს ან გამოიწვიოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს თავისი ვალდებულებები დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემები იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავნაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.