სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას რუსეთისგან დაჟინებით მოითხოვა დაუყოვნებლივ დეესკალაცია და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების, სამხედრო ტექნიკის გაყვანა
სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას რუსეთისგან დაჟინებით მოითხოვა დაუყოვნებლივ დეესკალაცია და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების, სამხედრო ტექნიკის გაყვანა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები, სადაც გაწევრიანება სურთ.

„ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაჟინებით მოითხოვა რუსეთისგან დაუყოვნებლივ დეესკალაცია და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების და სამხედრო ტექნიკის გაყვანა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას პასუხად დაუყოვნებლივ მოყვება უმკაცრესი შედეგი და მოუწოდა რუსეთს, გაყვეს დიპლომატიის გზას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.