სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ თურქეთის პრეზიდენტის ანტისემიტურ განცხადებებს გმობს, ანტისემიტური ენისთვის ადგილი არსად არ არის
ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტისემიტურ განცხადებებს გმობს და მოუწოდებს მას, ასევე თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამაქეზებელი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თურქეთს, შეუერთდეს აშშ-ს აღნიშნული კონფლიქტის დასასრულებლად მუშაობაში.
„ანტისემიტური ენისთვის ადგილი არსად არ არის. აშშ მტკიცედ არის მოწოდებული, ებრძოლოს ყველა ფორმის ანტისემიტიზმს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური ქვეყნები, კერძოდ აშშ და ავსტრია ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკა და ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.