სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ თურქეთის პრეზიდენტის ანტისემიტურ განცხადებებს გმობს, ანტისემიტური ენისთვის ადგილი არსად არ არის

10:37, 19.05.2021

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტისემიტურ განცხადებებს გმობს და მოუწოდებს მას, ასევე თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამაქეზებელი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თურქეთს, შეუერთდეს აშშ-ს აღნიშნული კონფლიქტის დასასრულებლად მუშაობაში.

„ანტისემიტური ენისთვის ადგილი არსად არ არის. აშშ მტკიცედ არის მოწოდებული, ებრძოლოს ყველა ფორმის ანტისემიტიზმს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური ქვეყნები, კერძოდ აშშ და ავსტრია ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკა და ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.

 

მსგავსი