სახალხო დამცველმა პარლამენტს წლიური ანგარიში მარტის ბოლომდე უნდა წარუდგინოს
სახალხო დამცველმა პარლამენტს წლიური ანგარიში მარტის ბოლომდე უნდა წარუდგინოს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში პარლამენტს მარტის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

წლიური ანგარიშის საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენის პროცედურები განსაზღვრულია რეგლამენტით. რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველმა წელიწადში ერთხელ, აგრეთვე საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს მოხსენება ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა განხილვის საფუძველზეც პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას.

პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის დავალებებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.