პრემიერის ანგარიში – 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წარმატებით დასრულდა ანაკლიის ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღისმჭრელის მობილიზაციის მოსამზადებელი ფაზა

14:29, 02.06.2026

2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წარმატებით დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღისმჭრელის მობილიზაციის მოსამზადებელი (სამობილიზაციო) ფაზა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მასშტაბური ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის საჭირო ქმედებები ოფიციალურად დაწყებულია.

მთავრობის ცნობით, პროექტი წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება.

მსგავსი