საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს, „რაშა თუდეის“ ქართული რედაქციაა, ოკუპანტს რატომ უნდა ვუხადო ჩემი გადასახადი
საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს, „რაშა თუდეის“ ქართული რედაქციაა, ოკუპანტს რატომ უნდა ვუხადო ჩემი გადასახადი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსები საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად უკვე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებენ. „მავნებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს, ჩვეულებრივი „რაშა თუდეის“ ქართული რედაქციაა, ჩნდება კითხვა, ბევრ გადასახადს ვიხდი და ოკუპანტს რატომ უნდა ვუხადო, ჩემი გადასახადი“, – წერს გიორგი გოცირიძე.

ამასთან, გიორგი გოცირიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ „როდესაც რუსული პროპაგანდა ისე მომძლავრდა, რომ საზმაუს ანალიტიკოსებიც კი მარია ზახაროვას ტექსტით საუბრობენ: სად არის სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებაო, „რადიო თავისუფლების“ დახურვა აშკარად ცუდი აზრია“.