საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე – საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს, „რაშა თუდეის“ ქართული რედაქციაა, ოკუპანტს რატომ უნდა ვუხადო ჩემი გადასახადი

10:19, 22.03.2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსები საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად უკვე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებენ. „მავნებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს, ჩვეულებრივი „რაშა თუდეის“ ქართული რედაქციაა, ჩნდება კითხვა, ბევრ გადასახადს ვიხდი და ოკუპანტს რატომ უნდა ვუხადო, ჩემი გადასახადი“, – წერს გიორგი გოცირიძე.

ამასთან, გიორგი გოცირიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ „როდესაც რუსული პროპაგანდა ისე მომძლავრდა, რომ საზმაუს ანალიტიკოსებიც კი მარია ზახაროვას ტექსტით საუბრობენ: სად არის სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებაო, „რადიო თავისუფლების“ დახურვა აშკარად ცუდი აზრია“.

მსგავსი