მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში ხანძარია.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ლოკაციაზე, ძველი საბურავების დაწვამ ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.