მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა, თემურ მონიავამ განუცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 60 მეხანძრე-მაშველი.
„ცეცხლი გავრცელებული იყო დაახლოებით სამ ჰექტარზე. მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. დაიწვა ხმელი ბალახი და ბუჩქნარი. ასევე, ადგილზე იყო ძველი გადაყრილი საბურავები, რამაც გამოიწვია დიდი დაკვამლიანება“, – აღნიშნა თემურ მონიავამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში ხანძარი დღეს გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.