საგაზაფხულო სესიაზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოხსენებით გამოსვლას რეგლამენტი ითვალისწინებს.
რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
რაც შეეხება ფორმატს, რეგლამენტით, ანგარიშის განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად წარიმართება.