საგარეჯოში სოფელ კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
საგარეჯოში სოფელ კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ფონდმა „ქართუ“-მ დააფინანსა.

„შესრულებული სამუშაოების შედეგად, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით კაპიტალურად გამყარდა ეკლესიის საძირკველი და მოეწყო მისი საყრდენი კედელი. რთული ხსნარის გამოყენებით კლდოვანი ნატეხი ქვით აღდგა ნაგებობის გამჭოლი ბზარები. საკულტო ნაგებობის საპერანგე წყობის გამოქარულ ადგილებზე მოიხსნა მორყეული ქვები, რომლებიც დაინომრა და უწინდელ ადგილებზე დამაგრდა. კლდოვანი ჯიშის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვებით აღდგა ეკლესიის საფასადო წყობა. ინტერიერში მოეწყო ლავგარდანი. ეკლესიის სახურავი კი ღარიანი კრამიტით დაიფარა. თხელი ფლეთილი ქვით მოეწყო იატაკი. დამზადდა და დამონტაჟდა ხის ავთენტური ფორმის კარი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.