საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ავარიის შედეგად დაშავდა 20 წლამდე გოგოც.

ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.