საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „მერსედეს ვიტოს“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ „ტოიოტას“ მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ბინაზე გაწერეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.