თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მონაკვეთზე, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და კერძო პირის მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.